საქართველო Henley & Partners-ის მსოფლიო პასპორტების ინდექსში 15 პოზიციით დაწინაურდა და 199 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელს საქართველო 68-ე ადგილზე იყო.
საქართველოს სამოქალაქო პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაშია შესაძლებელი.
რეიტინგში პირველ ადგილს გერმანია იკავებს. გერმანული პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 177 ქვეყანაშია შესაძლებელი. მეორე ადგილზე სინგაპურია, რომლის პასპორტით უვიზოდ გადაადგილება 176 ქვეყანაშია შესაძლებელი. სამეულში შედის საფრანგეთიც, რომლის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა ქვეყნის მოქალაქეებს 175 ქვეყანაში შეუძლიათ.
რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციას უკავშირდება.
რეიტინგში ბოლო პოზიციებზე ავღანეთი და ერაყია, რომლის პასპორტებით უვიზოდ გადადგილება მსოფლიოს მხოლოდ 24 და 27 ქვეყანაშია შესაძლებელი.
მიმდინარე წლის რეიტინგში საკუთარი პოზცია ყველაზე მეტად საქართველომ გაიუმჯობესა. საქართველოს უკრაინა მოსდევს, რომელიც 14 საფეხურით დაწინაურდა.
წინა წელთან შედარებით, პასპორტის ინდექსი მსოფლიო 143 ქვეყანას გაუუმჯობესდა.
დატოვე კომენტარი