საქართველო სოციალური პროგრესის ინდექსში (Social Progress Imperative) დაწინაურდა და 53-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 70,80-ია.
რეიტინგის შესადგენად სამი მაჩვენებელი გამოიყენება: ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები (ინდექსი განსაზღვრავს უზრუნველყოფს თუ არა ქვეყანა მოქალაქეებისთვის ძირითად ადამიანურ საჭიროებებზე წვდომას) – კრიტერიუმში საქართველოს 100-დან 87,1 ქულა აქვს; კეთოლდღეობის შესაძლებლობები (ინდექსი განსაზღვრავს აქვს თუ არა ყველა მოქალაქეს თანაბარი შესაძლებლობები საკუთარი პტენციალის გამოსაყენებლად) – საქართველოს ქულა 74,06-ია და შესაძლებლობები – საქართველოს 100-დან 51,2 ქულა აქვს.
ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს შემდეგ კრიტერიუმებში აქვს: ტოლერანტობა – 26,3 ქულა; ხელმისაწვდომობა უმაღლეს განათლებაზე – 55,8 ქულა; ადამიანური თავისუფლება – 57,8 ქულა; ჯანმრთელობა – 62,8 ქულა.
ყველაზე მაღალი შეფასებები კი საქართველოს შემდეგ კრიტერიუმებში აქვს – პერსონალური უსაფრთხოება – 82,8 ქულა; წყალი და სანიტარია – 90 ქულა; საბაზისო ცოდნაზე ხელმისაწვდომობა – 99 ქულა.
რეიტინგში ჯამში 128 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული. პირველ ადგილს დანია იკავებს, მეორე და მესამე პოზიციაზე კი ფინეთი და ისლანდია არიან. რეიტინგში 59-ე ადგილზეა სომხეთი, ხოლო თურქეთი კი 61-ე ადგილზე, 64-ე ადგილზეა უკრაინა, ხოლო რუსეთი 67-ე პოზიციას იკავებს. რეიტინგში 76-ე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა.
ტოლერანტობის კრიტერიუმით საქართველო 128 ქვეყანას შორის 124-ე პოზიციაზეა.
ინფორმაციაზე წვდომის კუთხით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 75,3-ია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 52-ე ადგილს იკავებს. ინტერნეტის მომხმარებლების კუთხით საქართველო რეიტინგში 70-ე ადგილზეა, ხოლო პრესის თავისუფლების კუთხით კი 48-ზე.
მსოფლიოში სოციალური პროგრესის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 100-დან 64 ქულითაა შეფასებული.
სოციალური პროგრესის ინდექსში შესული კრიტერიუმები პირდაპირ გავლენას არ ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ხშირად შემოსავლების ზრდა ქვეყნის მოსახლეობის სუფთა წყალზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის.
მიუხედავად ამისა, მაგალითად პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით, მაღალი არაა და ზოგიერთ შემთხვევაში უარეს მაჩვენებელზეცაა.
დატოვე კომენტარი