სხვადასხვა კრიტერიუმებში ქვეყნის შესაფასებლად, მისი შედარება 15 ქვეყანასთან ხდება, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსგავსია.
საქართველო სოციალური პროგრესის ინდექსში ჩამოქვეითდა და 2018 წელს 146 ქვეყანას შორის 54-ე ადგილი დაიკავა, ნაცვლად გასული წლის 53-ე ადგილისა. საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 71.14-ია, აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა მცირედით გაუმჯობესდა (70.80 2017 წელს).
ინდექსს ყოველწლიურად Deloitte ქვეყნებს. სოციალური პროგრესის ინდექსში შესული კრიტერიუმები პირდაპირ გავლენას არ ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ხშირად შემოსავლების ზრდა ქვეყნის მოსახლეობის სუფთა წყალზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის.
სხვადასხვა კრიტერიუმებში ქვეყნის შესაფასებლად, მისი შედარება 15 ქვეყანასთან ხდება, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსგავსია.
საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული 15 ქვეყანაა: პარაგვაი, სომხეთი, უკრაინა, ინდონეზია, გვატემალა, იორდანია, ეგვიპტე, ეკვადორი, მოროკო, ფიჯი, ელ სალვადორი, სვაზილენდი, ტუნისი, გვინეა, ბუტანი.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში გასული 1 წლის განმავლობაში, მკვეთრად გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვა. კერძოდ, ამ კუთხით 146 ქვეყანას შორის სიტუაცია 75 ქვეყანაში გაუარესდა.
ჯამში საკუთარი სარეიტინგო ქულა მსოფლიოს 133-მა ქვეყანამ გაიუმჯობესა. ყველაზე მეტი პროგრესი დაფიქსირდა ინფორმაციაზე წვდომის კრიტერიუმში.
ინდექსში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომლის სარეიტინგო ქულა 90-ს აღემატება. რეიტინგში მოწინავე 30 ქვეყანა მაღალშემოსავლიანია, თუმცა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ბოლო 5 წელში ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს მდგომარეობა დაბალ და საშუალოშემოსავლიანია.
ნუტრიცია და ბაზისური სამედიცინო დახმარება – ამ კრიტერიუმით, საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილს იკავებს 93.6 ქულით.
სანიტარია – 90.8 ქულით, საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილზეა. სწორედ ეს კრიტერიუმი აერთიანებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოს 100 ქულით პირველი ადგილი უკავია ელექტროენერგიაზე წვდომის კრიტერიუმში. თუმცა ელექტროენერგიის ხარისხით, ქვეყანა 61-ე ადგილზეა.
პირადი უსაფრთხოება- 60.08 ქულით, საქართველო მსოფლიოში 87-ე ადგილზეა.
ინფორმაციასა და საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომის კრიტერიუმით, საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზეა. აღნიშნული კრიტერიუმი აერთიანებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ქვეყანის ინტერნეტიზაცია, მობილური ტელეფონის გამოყენების მაჩვენებელი და საჯარო სერვისებზე ელექტრონული წვდომა.
ჯანმრთელობის კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში 75-ე ადგილზეა 61 ქულით. სწორედ ეს კრიტერიუმი აფასებს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეოთხმოცე ადგილზეა.
გარემოსდაცვის კრიტერიუმში კი საქართველო მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს, 71 ქულით.
პირადი თავისუფლების ინდექსით, საქართველო 91-ე ადგილზეა. ამის მიზეზი კი ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი, ადრეული ქორწინების მაჩვენებელი და კორუფციაა. ამ უკანასკნელით, საქართველო მსოფლიოში 30-ე ადგილზეა.
რელიგიის თავისუფლების კრიტერიუმში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აქვს – მსოფლიოში 92-ე ადგილი. 108-ე ადგილზეა ქვეყანა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით.
დატოვე კომენტარი