საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა გასულ კვირას ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმას განავითარებენ. საპილოტე პროექტის ფარგლებში, საკუთარი პროდუქციის განთავსება პორტალზე sme.market უკვე სამი ქვეყნის ბიზნესებს შეუძლიათ.
პროექტი მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმის (World SME Forum) ფარგლებში ხორციელდება, ის დიდი ოცეულის ინიციატივის ფარგლებში გასულ წელს დაარსდა. მისი მიზანი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ფორუმის მუშაობას აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი, ევროკომისია, ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ცენტრი და სხვა.
დატოვე კომენტარი