2017 წელს საქართველოდან ექსპორტმა 2 728.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 29,1%-ით მეტია.
2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქრთველოს 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია შემდეგია:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო – საქმიანობა: მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამოსხმა და წარმოება
- სს RMG Copper – საქმიანობა: ფერადი ლითონების წარმოება
- შპს RMG Gold – საქმიანობა: ძვირფასი ლითონების და ქვების წარმოება
- შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: მანგანუმის მოპოვება; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება; ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება
- პს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია – საქმიანობა: ავტომობილებით ვაჭრობა
- შპს აჭარა ტექსტილე – საქმიანობა: სამკერვალო ფაბრიკები და ატელიები
- სს რუსთავის აზოტი – საქმიანობა: აზოტის, ქიმიური პროდუქციისა და ნედლეულის წარმოება
- შპს “Caucasian Metals Terminal” – საქმიანობა: ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
- შპს ჯეოსპირტპრომ – საქმიანობა: ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა
- შპს ფარმა ლოჯისტიკ – საქმიანობა: მედიკამენტებით ვაჭრობა.
სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ამასთან საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულად რა მოცულობის ექსპორტი განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა.
უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების მონაცემები რეექსპორტის გამოკლებით მცირედით განსხვავდება და შემდეგნაირად გამოიყურება:
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
- აიდიეს ბორჯომი საქართველო
- შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
- შპს RMG Gold
- შპს ჯორჯიან მანგანეზი
- შპს აჭარა ტექსტილე
- სს რუსთავის აზოტი
- შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია
- შპს “Caucasian Metals Terminal”