2017 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ტოპ ათეულში პირველი ადგილი ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა დაიკავა 180 მილიონი აშშ დოლარით და მთელი იმპორტის 7.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტირებული ნავთობის ღირებულება 45 მლნ დოლარითაა გაზრდილი.
მეორე ადგილზეა ბუნებრივი აირი 158 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 145 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.
ცხრილი: 10 უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია, მლნ აშშ დოლარი
საიმპორტო პროდუქცია | 2016 წლის იანვარ-აპრილი | 2017 წლის იანვარ-აპრილი |
ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 135 | 180 |
ბუნებრივი აირი | 128 | 158 |
მსუბუქი ავტომობილები | 139 | 145 |
სპილენძის მადნები | 92 | 113 |
სამკურნალო საშუალებები | 90 | 113 |
ტელეფონები | 37 | 55 |
ელექტროენერგია | 16 | 36 |
არამსობუქი ავტომობილები | 1.5 | 27 |
ხორბალი | 17 | 26 |
სამგზავნო ვაგონები | 0 | 23 |