საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.
ექსპორტი 26.2%, 338.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 1 მლრდ აშშ დოლარს. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.
იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (232.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (190.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (96.4 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (46.2 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (41.6 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (40.9 მლნ აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (232.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (190 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (96.4 მლნ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1% შეადგინა.