გთავაზობთ Forbes Georgia-ს რეიტინგს, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით მომზადდა. რედაქტორები: შოთა ტყეშელაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მაია მირიჯანაშვილი.
17.5 მილიარდი ლარი – ეს არის ფინანსური სექტორის მიღმა საქართველოს 100 უმსხვილესი ბიზნესის მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი. მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება 18.2 მილიარდ ლარს შეადგენს. მთლიანობაში ამ კომპანიებმა წმინდა მოგების სახით 1.2 მილიარდი ლარის გენერირება შეძლეს. გამოდის, 100 კომპანიის შემოსავალი 2017 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების 46%-ის ტოლი იყო. ანუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით ნახევარი სწორედ მათზე მოდის.
უმსხვილესი კომპანიების ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვების, სამთო-მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში ჩართული კომპანიები.
კომპანიის სახელი | ₾ აქტივები | ₾ შემოსავალი | ₾ მოგება/ზარალი | |
11 | შპს “ჯეოსელი” კავშირგაბმულობა | 442,553,609 | 251,367,623 | 25,452,916 |
12 | “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ენერგეტიკა | 672,000,000 | 275,281,000 | -20,020,000 |
13 | “აიდიეს ბორჯომი საქართველო” სასმელების წარმოება | 389,886,750 | 289,476,060 | -40,058,010 |
14 | “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” ტურიზმი, ტრანსპორტი, მშენებლობა | 606,083,000 | 132,573,000 | 189,393,000 |
15 | შპს “ტავ ურბან საქართველო” საჰაერო და სატრანსპორტო მომსახურება | 271,960,000 | 214,272,000 | 156,652,000 |
16 | შპს “თეგეტა მოტორსი” ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა, შემდგომი მომსახურება | 187,830,000 | 347,347,000 | 26,956,000 |
17 | სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური” ტრანსპორტი და საზღვაო გადაზიდვები | 356,415,000 | 139,403,000 | 55,856,000 |
18 | სს “ნიკორა” საკვების წარმოება, ვაჭრობა | 193,795,000 | 336,255,000 | 9,632,000 |
19 | GWP წყალმომარაგება, ენერგეტიკა | 540,832,000 | 107,766,000 | 34,778,000 |
20 | “გალფი საქართველო” ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა | 168,168,000 | 354,421,000 | 10,799,000 |
21 | შპს RMG Gold სამთო მოპოვება | 305,356,000 | 199,621,000 | -16,724,000 |
22 | სს “სილქნეტი” კავშირგაბმულობა | 257,380,000 | 172,625,000 | 17,497,000 |
23 | შპს “ტოიოტა კავკასია” ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა | 131,262,273 | 389,147,371 | 20,110,213 |
24 | შპს “ანაგი” მშენებლობა | 183,341,000 | 204,982,000 | 29,385,000 |
25 | შპს “ჯეოსთილი” ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება | 162,338,532 | 178,956,816 | 36,279,989 |
26 | სს “M2 უძრავი ქონება” დეველოპმენტი | 350,829,000 | 92,643,000 | 22,854,000 |
27 | შპს “ელიზი ჯგუფი” თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა | 122,998,079 | 268,188,416 | 31,631,765 |
28 | სს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” სასმელების წარმოება | 185,063,000 | 137,601,000 | 5,639,000 |
29 | შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის რეალიზაცია | 129,681,036 | 285,930,339 | -11,808,424 |
30 | შპს “ფილიპ მორის საქართველო” თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა | 88,705,126 | 358,279,742 | 6,855,969 |
31 | შპს “ბათუმის ნავთობტერმინალი” საზღვაო გადაზიდვები, ნავთობტერმინალი | 495,065,761 | 82,884,749 | -32,047,230 |
32 | “კარფური” ჰიპერმარკეტების ქსელი | 88,135,000 | 370,975,000 | -17,416,000 |
33 | შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი მშენებლობა | 133,575,329 | 29,843,076 | 10,396,879 |
34 | შპს “ვიონი საქართველო” კომუნიკაციები | 200,361,000 | 105,551,000 | -50,143,000 |
35 | ჰუალინგის სპეციალური ეკონომიკური ზონა უძრავი ქონება, ვაჭრობა | 716,454,251 | 58,852,956 | -6,133,517 |
36 | შპს “ლუკოილ-ჯორჯია” ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა | 75,362,000 | 341,034,000 | 4,576,000 |
37 | შპს Retail Group Georgia საცალო ვაჭრობა | 108,616,000 | 140,694,000 | 3,006,000 |
38 | შპს “ბი ემ სი გორგია” სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობა | 107,802,157 | 129,863,474 | 9,503,291 |
39 | შპს “ალტა” კომპიუტერული და ვიდეო-აუდიო ტექნიკით ვაჭრობა | 77,378,566 | 192,443,471 | 12,246,466 |
40 | “ნატახტარი” – სააქციო საზოგადოება “ლომისი” სასმელების წარმოება | 103,203,000 | 103,328,000 | 7,162,000 |
41 | შპს “დიპლომატ ჯორჯია” დისტრიბუცია | 71,568,000 | 171,965,000 | 6,985,000 |
42 | შპს შავი ზღვის ტერმინალი ტვირთების ექსპედირება, სასაწყობე ოპერირება | 232,364,000 | 57,399,000 | 6,830,000 |
43 | შპს “ფერი” მშენებლობა | 139,921,000 | 71,281,000 | 14,548,000 |
44 | სს “ელიტ ელექტრონიქსი” კომპიუტერული და ვიდეო-აუდიო ტექნიკით ვაჭრობა | 56,381,000 | 184,740,000 | 9,786,000 |
45 | ჯგუფი “მარგებელი” სასმელების წარმოება, საკვები პროდუქტების წარმოება | 158,793,000 | 62,885,000 | 5,114,000 |
46 | ჯგუფი “კახური ტრადიციული მეღვინეობა” ალკოჰოლური სასმელების წარმოება | 124,963,863 | 67,659,736 | 23,278,568 |
47 | Azfen-ის საქართველოს ფილიალი მშენებლობა | 61,683,532 | 128,544,171 | 42,721,619 |
48 | “JTI კავკასუს” თამბაქოს იმპორტი, დისტრიბუცია | 50,809,652 | 173,257,994 | 27,159,152 |
49 | შპს “ჯი-ემ-პი” ფარმაცევტული წარმოება | 87,916,855 | 94,258,685 | 12,559,815 |
50 | შპს “გაზ თრეიდინგ” ენერგეტიკა, ბუნებრივი აირით ვაჭრობა | 54,763,000 | 193,670,000 | 27,490 |
51 | სს “ქართული ლუდის კომპანია” (ზედაზენი) სასმელების წარმოება | 111,931,000 | 75,044,000 | 4,823,000 |
52 | შპს “დუთი ფრი ჯორჯია” საცალო ვაჭრობა | 68,544,156 | 100,123,288 | 38,522,495 |
53 | შპს “დაბი გრუპ ჯორჯია” HoReCa | 233,063,175 | 29,961,227 | 41,215,345 |
54 | შპს “ჯი-თი გრუპი” ავტომობილებით ვაჭრობა და მომსახურება | 77,499,797 | 92,226,716 | 10,970,474 |
55 | შპს GDI დისტრიბუცია | 32,977,000 | 375,465,000 | 11,794 |
56 | შპს “ას ჯორჯია” (დირსი) დეველოპმენტი | 291,792,975 | 31,414,630 | -24,997,817 |
57 | შპს “მოდუსი” (სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი) ვაჭრობა | 89,642,613 | 86,087,587 | -11,083,126 |
58 | “აჭარაბეთი” აზარტული თამაშები | 41,107,000 | 155,813,000 | 45,723,000 |
59 | სს “თელიანი ველი” ალკოჰოლური სასმელების წარმოება | 158,191,000 | 54,975,000 | -14,246,000 |
60 | “ჩირინა” ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება | 166,696,000 | 48,642,000 | -8,046,000 |
61 | შპს “იუ-ჯი-თი ჯგუფი” კომპიუტერული და საკონსულტაციო მომსახურება | 44,620,642 | 127,049,723 | 11,103,447 |
62 | შპს კორპორაცია “სინოჰიდროს” ფილიალი საქართველოში გზებისა და ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია | 62,530,119 | 92,563,002 | 10,365,775 |
63 | შპს “შარმ ტრეიდინგი” ვაჭრობა | 74,675,000 | 83,142,000 | 4,792,000 |
64 | Radisson-ის სასტუმროები – ოპერატორი “ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფი” HoReCa | 111,589,000 | 54,574,000 | 6,565,000 |
65 | Mcdonald’s საქართველო რესტორნები | 92,577,019 | 63,685,685 | -1,628,258 |
66 | შპს “ორი ნაბიჯი” სუპერმარკეტების ქსელი | 37,137,086 | 168,212,100 | 3,944,552 |
67 | Hilton ბათუმი – შპს ტურინვესტი HoReCa | 203,870,000 | 24,183,000 | -43,119,000 |
68 | “ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია” თამბაქოს იმპორრტი, დისტრიბუცია | 30,181,000 | 215,682,000 | -4,929,000 |
69 | შპს “ნოვა” სამშენებლო მასალების წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია | 55,764,000 | 86,340,000 | 10,049,000 |
70 | შპს “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი” (თბილისი მოლი) უძრავი ქონება | 147,532,000 | 26,310,000 | 14,962,000 |
71 | სს “მინა” ტარის წარმოება | 85,570,239 | 60,336,334 | 692,389 |
72 | სადისტრიბუციო კომპანია GDG ვაჭრობა, დისტრიბუცია | 49,196,678 | 99,495,315 | 1,974,557 |
73 | PACE GEORGIA – კომპანია მართავს ფოთის პორტის ცალკეულ ტერმინალებს ტრანსპორტი | 98,328,000 | 51,429,000 | 10,202,000 |
74 | შპს “ბურჯი” მშენებლობა | 66,531,745 | 73,207,823 | 1,890,558 |
75 | სს “ფუდმარტი” სუპერმარკეტების ქსელი | 42,585,772 | 122,754,138 | -5,551,446 |
76 | LC Waikiki ვაჭრობა | 35,844,000 | 117,297,000 | 9,448,000 |
77 | შპს “თ & რ დისტრიბუშენ” ვაჭრობა, დისტრიბუცია | 24,335,000 | 196,543,000 | 516,000 |
78 | CBD Development (“ისთ ფოინთი”) უძრავი ქონება, მშენებლობა | 149,993,000 | 22,855,000 | -6,905,000 |
79 | შპს “ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია” ვაჭრობა, დისტრიბუცია | 41,024,000 | 99,495,000 | 5,903,000 |
80 | “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია ჯგუფი” ფეროშენადნობი მასალების წარმოება | 54,678,674 | 68,889,355 | 19,493,838 |
81 | სს “გუდვილი” ჰიპერმარკეტების ქსელი | 33,821,000 | 116,481,000 | 132,000 |
82 | “გლობალფარმ ჯგუფი” ფარმაცევტული წარმოება | 69,813,000 | 55,410,000 | 3,478,000 |
83 | შპს ბევრილი ჯგუფი პურ-ფუნთუშეულის წარმოება | 37,742,313 | 91,340,018 | 20,108,960 |
84 | შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო” (ბრენდული სახელი “ბეთლაივი”) აზარტული თამაშები | 11,006,636 | 277,719,962 | 4,137,720 |
85 | “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” რძის პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია | 47,294,737 | 69,613,567 | 7,940,425 |
86 | შპს “მარსი” (www.crystalbet.com) აზარტული თამაშები | 24,530,000 | 102,742,000 | 34,060,000 |
87 | შპს “სპორტ ინვესტ” ავტომობილებითა და ავტონაწილებით ვაჭრობა | 76,475,064 | 50,470,160 | -11,587,509 |
88 | “შერატონ ბათუმი” – სს “ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთის” წარმომადგენლობა საქართველოში HoReCa | 106,837,466 | 18,011,394 | 2,389,649 |
89 | “კავკასიის ავტოიმპორტი” ავტომობილებით ვაჭრობა | 53,903,413 | 61,602,996 | 398,343 |
90 | შპს “ტოიოტა ცენტრი თბილისი” ავტომობილებით ვაჭრობა | 34,849,474 | 99,183,973 | -14,604,192 |
91 | შპს “მეგაკო” (სადისტრიბუციო კომპანია) დისტრიბუცია | 31,124,000 | 97,961,000 | 2,024,000 |
92 | “იბერკომპანი ჯგუფი” დეველოპმენტი | 47,016,023 | 57,543,054 | 6,001,373 |
93 | შპს “ჯიბე” (საბითუმო სავაჭრო ქსელი) საბითუმო ვაჭრობა | 19,760,000 | 124,526,000 | -2,362,000 |
94 | შპს “აჭარა +” (სასტუმრო Holiday Inn თბილისი) HoReCa | 64,061,000 | 26,646,000 | 13,572,000 |
95 | შპს “ბარამბო” კვების მრეწველობა | 62,766,000 | 43,378,000 | 1,050,000 |
96 | შპს Portal (ნავთობკომპანია) საწვავით ვაჭრობა | 17,080,000 | 102,395,000 | 4,137,000 |
97 | შპს “აგრიკომი” კვების მრეწველობა | 24,378,358 | 88,140,624 | -1,213,428 |
98 | შპს “ელიტა ბურჯი” მშენებლობა | 55,005,483 | 44,717,162 | -1,842,436 |
99 | შპს “დიუთი ფრი ალიანსი” ვაჭრობა | 30,142,000 | 67,640,000 | 5,518,000 |
100 | შპს “აგარის შაქრის კომპანია” კვების მრეწველობა | 18,761,000 | 90,764,000 | -571,000 |
მეთოდოლოგია:
რეიტინგი მომზადებულია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით.
“გრანთ თორნთონი” მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს. ამჟამად კომპანია საერთაშორისო დონეზე 140 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 53,000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია Grant Thornton-ი საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა ქსელში შემავალი კომპანიები საქართველოში 1999 წლიდან სხვადასხვა პროექტზე მუშაობდნენ.
რანჟირების მეთოდი:
კომპანიების რეიტინგი ეყრდნობა სამ ძირითად ფინანსურ მაჩვენებელს: მთლიან აქტივებს, შემოსავლებს და წმინდა მოგებას. რეიტინგში არ მონაწილეობენ კომპანიები, რომლებშიც სახელმწიფო 50%-ზე მეტ წილს ფლობს, აგრეთვე ბანკები, საფინანსო და სადაზღვევო კომპანიები. თითოეული ზემოთ აღნიშნული მაჩვენებელი მიჩნეულია ცალკე კრიტერიუმად, რომლებსაც სხვადასხვა წონა აქვთ მინიჭებული. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით კომპანიებს ენიჭება ქულა – სიაში კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით ბოლო ადგილზე მყოფ კომპანიას ენიჭება 1 ქულა, ხოლო პირველ ადგილზე მყოფს ყველაზე მეტი, ანუ იმდენი ქულა, რამდენი კომპანიაც არის სიაში. კომპანიის მიერ თითოეულ კრიტერიუმში მიღებული ქულები გამრავლებულია შესაბამისი კრიტერიუმის წონაზე და ამგვარად მიღებული ქულები დაჯამებულია.
კომპანიის მიერ მიღებული ჯამური ქულა გაყოფილია მაქსიმალურ შესაძლო მისაღებ ქულაზე და ეს მონაცემი გამრავლებულია 10,000-ზე (მაგალითად, თუ კომპანიამ მიიღო მაქსიმალურად შესაძლებელი ქულების 96.65% მას დაეწერება 9,665 “სარეიტინგო” ქულა).
საბოლოოდ რეიტინგი დგება ყველაზე მეტი “სარეიტინგო” ქულის მიხედვით. ერთი და იმავე ჯამური “სარეიტინგო” ქულის მიღების შემთხვევაში უფრო მაღალ რეიტინგს იღებს კომპანია, რომელსაც უფრო მეტი მთლიანი აქტივები აქვს.
რეიტინგის არაერთ წევრს ეკუთვნის შვილობილი ორგანიზაციები. თითოეულის შემთხვევაში შეფასებისთვის გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსებია გაერთიანებული.
ცალკეულ შემთხვევებში კომპანიებს საკუთარი ანგარიშგება აშშ დოლარებში აქვთ წარმოდგენილი, რომელთა კონვერტაციაც 2.67 კურსით მოხდა.
რეიტინგში წარმოდგენილია 100 ყველაზე მაღალი ქულის მქონე კომპანია. მონაცემები აღებულია პორტალ www.reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებებიდან. რეიტინგში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებსაც ანგარიშგებები აღნიშნულ პორტალზე გამოქვეყნებული ჰქონდათ 2019 წლის 1 მარტამდე.
წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში, მიუხედავად იმისა, როგორი დასკვნა აქვთ გაცემული აუდიტორებს და დაეთანხმნენ თუ არა აუდიტორები წარდგენილ მონაცემებს.
მასალის გამოყენების პირობები:
ეს რეიტინგები არის სრულად საექსპერტო და ჟურნალისტური შეფასება და არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ოფიციალური ინფორმაციის სახით.
მოცემული რეიტინგების გამოყენება სხვა მედიასაშუალებების მიერ დასაშვებია “რერაიტის” პირობებით და 2 ლინკით: Forbes.ge და თვითონ რეიტინგის ლინკი. წყაროს მითითების გარეშე Copy-Paste – აკრძალულია.
დატოვე კომენტარი