საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

27 მილიარდი ლარი – სწორედ ამდენია საბანკო სექტორის მიღმა, საქართველოს 150 უმსხვილესი კერძო კომპანიის ჯამური შემოსავალი. წარმოგიდგენთ საქართველოს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო კომპანიების რეიტინგს, რომელიც კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე შედგა. უმსხვილესი კომპანიების რეიტინგისგან განსხვავებით, რომელშიც კომპანიები აქტივების ღირებულების, შემოსავლებისა და წმინდა მოგების საფუძველზე შემდგარი ინდექსის მიხედვით არიან დალაგებული, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიაში რანჟირება მათი შემოსავლების მიხედვით არის გაკეთებული. სიაში შემავალი საწვავისა და ბუნებრივი აირის ვაჭრობით დაკავებული კომპანიების ბრუნვა 4.7 მილიარდ ლარს აჭარბებს; ჯანდაცვის სფეროს შემოსავალი – 2.2 მილიარდ ლარს, ქსელური სუპერმარკეტების შემოსავალი – 2 მილიარდ ლარს, ელექტროენერგიის გამანაწილებლების შემოსავალი – 1.2 მილიარდ ლარს, კომუნიკაციების კომპანიების კი 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.

დადასტურებულია GRANT THORNTON-ისა და EBIT GROUP-ის მიერ.

ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების ათეული

socar
„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა - ასეთ მაღალ შემოსავალს მისი შვილობილი კომპანიების - „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და „სოკარ გაზის“ გაყიდვები განაპირობებს.
საწვავით ვაჭრობა, ბუნებრივი აირის განაწილება
შემოსავალი ლარებში: 1,794,804,000
GHG
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ქვეყნის უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგია, რომელიც “ევექსის” ჰოსპიტალების ქსელს და “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელებს აერთიანებს.
ჯანდაცვა, ფარმაცია
შემოსავალი ლარებში: 960,558,000
toyota
„ტოიოტა კავკასია“ იაპონური Toyota Tsusho Corporation-ის მიერ დაფუძნებული ფირმაა, რომელიც მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ტოიოტას“ ოფიციალური გაყიდვებით არის დაკავებული. კომპანიის სათავო ოფისი საქართველოში მდებარეობს, თუმცა გაყიდვების უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის.
საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში Toyota-ს მარკის ავტომობილის გაყიდვები
შემოსავალი ლარებში: 724,412,565
energo-pro-georgia
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ავტომობილებითა და ავტონაწილებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის ერთ-ერთი ლიდერია.
ენერგეტიკა, ელექტროენერგიის განაწილება
შემოსავალი ლარებში: 685,442,000
tegeta
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში ავტომობილებითა და ავტონაწილებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის ერთ-ერთი ლიდერია.
ავტომობილებით და ავტონაწილებით ვაჭრობა, შემდგომი მომსახურება
შემოსავალი ლარებში: 630,021,000
Untitled-1
„რომპეტროლი“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 35,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
საწვავით ვაჭრობა
შემოსავალი ლარებში: 574,317,147
psp_upd
ჯგუფი „პსპ ფარმა“ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი აფთიაქის ოპერატორია. კომპანია ასევე მართავს მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს“.
ფარმაცევტული ბიზნესი, ჯანდაცვა
შემოსავალი ლარებში: 540,600,000
nikora
სს „ნიკორა“ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან ერთად სუპერმარკეტების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქსელებს „ნიკორას“ და „ლიბრეს“ აერთიანებს. 2019 წელს კომპანიამ გაყიდვები 29%-ით გაზარდა.
ვაჭრობა, საკვების წარმოება
შემოსავალი ლარებში: 540,537,000
gulf
„გალფი“ საქართველოს მასშტაბით 149 ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორია. 2019 წელს კომპანიამ საკუთარი გაყიდვები 20.4%-ით გაზარდა.
საწვავით ვაჭრობა
შემოსავალი ლარებში: 535,335,000
telasi
„თელასი“ თბილისის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა. კომპანიის ძირითადი - 75%- იანი წილის მფლობელს რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao წარმოადგენს.
ენერგეტიკა, ელექტროენერგიის განაწილება
შემოსავალი ლარებში: 482,817,000

სრული რეიტინგი

მეთოდოლოგია

რეიტინგის შედგენისთვის გამოყენებულია კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2019 წლის აუდიტორული ანგარიშები. მეთოდოლოგიის მიხედვით, საფინანსო სექტორის წევრი კომპანიები არ მონაწილეობენ, ასევე არ მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის კუთვნილი შპს-ები, რომელთა რეიტინგსაც Forbes Georgia განცალკევებული სახით გთავაზობთ.

კომპანიების მიერ reportal.ge-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშგებების საფუძველზე მომზადდა 200-ზე მეტი კომპანიისგან შემდგარი ლონგ–ლისტი, რომლიდანაც სიაში მხოლოდ უმსხვილესი 150 კომპანია დარჩა.

ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების რეიტინგში უნდა იყვნენ, საკუთარი ფინანსები – 2019 წლის აუდიტორული ანგარიშგებები – საჯაროდ გამოქვეყნებული არა აქვთ, შესაბამისად, ისინი რეიტინგში ვერ მოხვდნენ. მათ შორისაა სამთო-მომპოვებელი სექტორის მოთამაშეები, სამშენებლო, დეველოპერული, ვაჭრობის, ავიაციისა და სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიები.

რეიტინგის არაერთ წევრს ეკუთვნის შვილობილი ორგანიზაციები. თითოეულის შემთხვევაში რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსები არის გაერთიანებული. მაგალითად, „სოკარ ენერჯი ჯორჯია” საკუთარ თავში აერთიანებს მის შვილობილ კომპანიებს – „სოკარ პეტროლეუმს”, „სოკარ ჯორჯია გაზსა” და სხვა ორგანიზაციებს.

ყველა სხვა კომპანიის შემთხვევაშიც, რომლებიც ჯგუფს წარმოადგენენ, შეფასებისთვის აღებულია ჯგუფის მშობელი კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *