საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების სერვისებს და ბიზნესს გადახდების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას აძლევს.
BOG-ის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ბაია ჭალელიშვილის განცხადებით, ციფრული პლატფორმის საშუალებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს მისი ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები.
საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმის საშუალებით ბიზნესისთვის შესაძლებელი იქნება:
- განაცხადის ონლაინ შევსება და მომენტალური რეგისტრაცია;
- გადახდის მეთოდების მინიმალურ დროში ინტეგრირება;
- საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა;
- ნავაჭრი თანხის სწრაფი ჩარიცხვა;
- შედეგების და გადახდების მონაცემების ანალიტიკა.
„ტექნოლოგიების დღის“ ღონისძიებაზე ბაია ჭალელიშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ გადახდის მეთოდების ინტეგრირებას მომხმარებელი 15 წუთში, დეველოპერების ჩართულობის გარეშე, მარტივად შეძლებს.
საქართველოს ბანკის სპეციალური ციფრული სამართავი პანელის საშუალებით ბიზნესები შეძლებენ:
- მარტივად გაიარონ იდენტიფიკაცია;
- დარეგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად;
- შეუკვეთონ გადახდის მეთოდები;
- ონლაინ-რეჟიმში აკონტროლონ არჩეული გადახდის მეთოდები;
- მოიწვიონ და დაამატონ დამხმარე მომხმარებელი.
ბიზნესები BOG-ის ციფრული პლატფორმის საშუალებით, დამოუკიდებლად შეძლებენ გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას, მათ შორის, გადახდის გაუქმებას და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას.
დატოვე კომენტარი