საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პირველად საქართველოში და რეგიონში, საქართველოს ბანკი მომხმარებელს ინვესტირებისთვის მაქსიმალურად გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. ამიერიდან, აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სწრაფად, მარტივად, ნებისმიერი ადგილიდან, პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა ღილაკზე ერთი დაჭერით, საკუთარ მობილბანკში 1 დოლარითაც კი შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.
სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანია, “Galt & Taggart”-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-ის პარტნიორობით ინერგება.“DriveWealth”-ი ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ინვესტირების მარტივ პლატფორმას სთავაზობს. კომპანიის მომხმარებლებს შორის ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Revolut, Hatch, MoneyLion და Sharesies.
„საქართველოს ბანკის ინვესტიციები“ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით ივაჭრონ, როგორიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება. ამასთან, საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი.
„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ საქართველოს ბანკის, “Galt & Taggart”-ისა და “DriveWealth”-ის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი – „საქართველოს ბანკის ინვესტიციები“. „DriveWealth”-ი პიონერია აღნიშნული მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან (ნეობანკები, ფინტექები, ტრადიციული ბანკები და სხვ.) რათა მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე, ციფრული გამოცდილებები შესთავაზოს. მოხარულები ვართ, რომ ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ შეუერთდნენ მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და დაიწყონ ინვესტირება აშშ-ს საფონდო ბირჟებზე, პირდაპირ მობილბანკიდან. საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პროდუქტი სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. ინვესტიციების მოდულის მეშვეობით, დღეს უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში“, – აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
დატოვე კომენტარი