საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა  ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ  დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა.

აქვე, მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა:

  • ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში;
  • ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით;
  • იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

“საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის  ხელშეწყობის მიზნით  თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს  დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს.  ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ  საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება  მათ  საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroloan?fbclid=IwAR2G7K8YUQcKU49uKv4OV-uFV2Nx-0Fyg9j8We27XyYp_X3ZHGvZWmXEUEc

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *