საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა

საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ამჯერად აბაშის რაიონის სოფელ, გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათბური აშენდება.  აღნიშნული სამი სათბურიდან ერთ სათბურში საშუალოდ 4000 ძირი მარწყვი გაშენდება. წლის განმავლობაში საშუალოდ 2400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მისი რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება. დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს.  800 ძირი ბოსტნეულისგან  2000 კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშაში და ზუგდიდში მოხდება. ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე  400 კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომლის რეალიზაციაც ბათუმსა და თბილისში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 30,500 ლარის ინვესტიცია გამოყო. სათბურების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება.  პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია  დასაქმებული.  

“სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სამი თანამედროვე სტანდარტის სათბური აშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელებაში წვლილის შეტანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობით შევძლებთ როგორც მცირე ბიზნესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *