საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
გამოფენაში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. ღონისძიებაზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ინფორმაციას ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების პროგრამების, სტუდენტური პროექტებისა და დაფინანსებების შესახებ.
ამასთან, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ბანკის მიერ მხარდაჭერილი სასტიპენდიო პროგრამები გააცნეს, როგორებიცაა ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო განათლება ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. განათლების გამოფენაზე კი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებულ 300-ზე მეტ ახალგაზრდას გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაცია.
„საქართველოს ბანკის გუნდის მთავარი ღირებულება განათლებაა, რადგან გვჯერა, რომ ის უკეთესი მომავლის საწინდარია. ამიტომ, ჩვენ მრავალ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენი ძალისხმევით უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ღონისძიება ეხმარება დაინტერესებულ პირებს, გაეცნონ მათთვის საინტერესო ინფორმაციას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების, მათი საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების შესახებ, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ განათლების შესაძლებლობების შექმნას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF-ი 15 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და დაინტერესებულ პირებს განათლების თემაზე კონსულტაციებს სთავაზობს. ცენტრი უკვე 1000-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა… სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას. S