საქართველოს ბანკის ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლებს მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ახლახანს, ბანკმა ბიზნესმომხმარებლებისთვის სატენდერო გარანტიის აღების პროცესი გაამარტივა და სწორედ ამ მიზნით, ბანკის ორგანიზებით, 21 თებერვალს 19:00-ზე, სატენდერო გარანტიების შესახებ ვებინარი გაიმართება.

ვებინარზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ბიზნესის ზრდითა და ახალი შესაძლებლობების მოძიებით არის დაინტერესებული.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ კიდევ უფრო მეტი თუ რა არის სატენდერო გარანტია, რატომ სჭირდებათ ის ბიზნესებს და როგორ მოითხოვონ ის ონლაინ, სწრაფად, მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, ინტერნეტბანკის მეშვეობით.

ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია 21 თებერვლის 12:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია.

„ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნესმომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ან სსიპ ტენდერებში სურთ მონაწილეობის მიღება, ვალდებულება აქვთ, გარანტია წარადგინონ. საქართველოს ბანკი კი ამ კომპანიებს შესაძლებლობა აძლევს აიღონ სატენდერო გარანტია, უზრუნველყოფის გარეშე, ონლაინ, ინტერნეტბანკინგში. ვებინარზე გვსურს ბიზნესმომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენს მიერ დანერგილი სიახლეები სატენდერო გარანტიების მიმართულებით და ის უპირატესობები რასაც საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლებს სთავაზობს.“ – განაცხადა საქართველოს ბანკის ბიზნესდაკრედიტების Tribe-ის ლიდერმა, თორნიკე ჯავრიშვილმა

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

S