“საქართველოს ბანკმა“ ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
ლარში დენომინირებული ობლიგაციების სარგებელი 11%-ია. მისი დაფარვის ვადა 2020 წლის ივნისით განისაზღვრა.
ობლიგაციების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს პირველი შეთავაზებაა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დსთ-ს სივრცისთვისაც, (რუსეთის გამოკლებით). ობლიგაციების გამოშვება უმნიშვნელოვანეს ტრანზაქციას წარმოადგენს საქართველოსთვის”, – განმარტავენ ბანკში.
დატოვე კომენტარი