საქართველოს ბანკმა და საკონსულტაციო კომპანია „ინსორსმა“ პროექტის „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართეს სახელით: “სტუმარ-მასპინძლობის სტამბა“, რომელიც ტურმიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ლიდერი კომპანიის – “აჭარა ჯგუფის” განვითარებას მიეძღვნა.
შეხვედრის მოწვეულმა სპიკერმა, “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესში ქართული კომპანიის მიერ შექმნილ გამორჩეულ და მაღალ სტანდარტზე; სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, ქართული სტუმარ-მასპინძლობის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ.
ბიზნეს კაფეს მორიგ შეხვედრას ესწრებოდა 40 ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მათ შორის საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.
“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს საკონსულტაციო კომპანია ინსორსის პროექტს, რომელიც 2018 წლიდან მთელი საქართველოს ბანკის პარტნიორობით ხორციელდება და მისი მიზანია ბიზნესის მმართველი რგოლის წარმომადგენელების არაფორმალური შეხვედრა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დატოვე კომენტარი