2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები გაუარესდა, რისი მიზეზიც, ტვირთბრუნვის 2%-იანი შემცირება გახდა. რკინიგზის მთლიანი შემოსავლები 3%-ით შემცირდა (3 მილიონი ლარი).
წლის პირველ კვარტალში სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავლები 68.18 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს 10.3%-ით ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული თხევადი ტვირთების მოცულობა 3%-ით გაიზარდა, ხოლო გადაზიდული მყარი ტვირთების მოცულობა 7%-ით შემცირდა.
ნავთობპროდუქტები
ნავთობროდუქტების გადაზიდვიდან საქართველოს რკინიგზამ პირველ კვარტალში, 28,1 მილიონი ლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 1 მილიონი ლარით შემცირებული მაჩვენებელია. ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მოცულობამ 1,17 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ნედლი ნავთობი
ნედლი ნავთობის გადაზიდვიდან საქართველოს რკინიგზამ 3,7 მილიონი ლარი მიიღო, რაც 36%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გადაზიდული ნედლი ნავთობის მოცულობა კი 51%-ით შემცირდა.
მადნები
მადნების გადაზიდვიდან მირებული შემოსავალი წლის პირველ კვარტალში 4,5%-ით შემცირდა და 6,3 მილიონი ლარი შეადგინა.
მარცვლეული
საქართველოს რკინიგზამ მარცვლეულის გადაზიდვით, საანგარიშო პერიოდში 2,2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შავი ლითონები და ჯართი
შავი ლითონებისა და ჯართის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი წლის პირველ კვარტალში 59%-ით შემცირდა და 2,7 მილონი შეადგინა.
შაქარი
შემცირდა შაქრის გადაზიდვით მიღებული შემოსავალიც და მან წლის პირველ კვარტალში 4,1 მილიონი ლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი