წლის 7 თვეში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 21,5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 0,4 მლნ ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.
შემცირდა საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადაზიდული ტვირთების მოცულობა და მან იანვარ-ივლისში 9,6 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 9,9 მლნ ტონისა. საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა და წლის 7 თვეში 209,464 TEU ერთეული შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს რკინიგზამ 6,1 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 0,6 მლნ ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შემცირდა და 2,5 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად 3,1 მლნ ტონისა.
ფოთის პორტში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 3,7 მლნ ტონამდე გაიზარდა; ყულევის საზღვაო ტერმინალში კი 1,0 მლნ ტონამდე. 2,4 მლნ ტონამდე შემცირდა სუფსის საზღვაო ტერმინალში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 7 თვეში 40,413 TEU ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, ხოლო ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 169,051 TEU ერთეული, – ორივე ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა.
დატოვე კომენტარი