2017 წლის 11 თვეში სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 37,4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 0,9 მლნ ტონით ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საზღვაო ნავსადგურებმა და საზღვაო ტერმინალებმა საანგარიშო პერიოდში ჯამში 14,9 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1,2 მლნ ტონით ნაკლებია.
გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა და წლის 11 თვეში 355,153 TEU ერთეული შეადგინა.
სატრანსპორტო დარგებიდან, ტვირთბრუნვა მხოლოდ საქართველოს რკინიგზას შეუმცირდა. წლის 11 თვეში რკინიგზამ 9,7 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 1,2 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია. მცირედით გაიზარდა საავტომობილო და სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა.
საზღვაო ნავსადგურებიდან, ტვირთბრუნვა მხოლოდ ფოთის პორტში გაიზარდა. წლის 11 თვეში ფოთის პორტმა 6,2 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 0,4 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია. 5,1 მლნ ტონიდან 3,8 მლნ ტონამდე შეუმცირდა ტვირთბრუნვა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს. 0,4 მლნ ტონით შემცირდა ტვირთბრუნვა სუფსის საზღვაო ტერმინალში, ხოლო ყულევის ნავსადგურში კი უცვლელად 1,5 მლნ ტონაზე შენარჩუნდა.
ფოთის პორტში გადამუშავებული კონტეინერები 289,190 TEU ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო ბათუმის პორტში კი 65,963 TEU ერთეულამდე.
დატოვე კომენტარი