სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის პირველი კვარტლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის სექტორული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (21.6%) მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა კავშირგაბმულობა 11.5%-ით, ხოლო მესამეზე სასტუმროები და რესტორნებია 8.7%-ით.
ეკონომიკა შემცირდა სახელმწიფო მმართველობის (-0.9%) და სოფლის მეურნეობის (-0.2%) სექტორებში.
2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგი მრეწველობა იყო, ეკონომიკის 17.1%-ით. მეორე ადგილზე ვაჭრობაა 16.3%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.1%-ით.
ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში
ეკონომიკის სექტორები | ზრდა |
მშენებლობა | 21.6% |
კავშირგაბმულობა | 11.5% |
სასტუმროები და რესტორნები | 8.7% |
დამამუშავებელი მრეწველობა | 8.0% |
კომუნალური და პერსონალური მომსახურება | 7.9% |
საფინანსო საქმიანობა | 6.8% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 6.3% |
ჯანმრთელობის დაცვა | 5.6% |
ტრანსპორტი | 5.2% |
განათლება | 2.1% |
სამთომომპოვებითი მრეწველობა | 1.6% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება | 1.3% |
ვაჭრობა და საგნების რემონტი | 0.9% |
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ | 0.1% |
სახელმწიფო მმართველობა | -1.3% |
სოფლის მეურნეობა | -1.5% |
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი