საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) 48.4% (13 მილიარდი ლარი) თბილისზე მოდის. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით კი თბილისში საქართველოს მოსახლეობის 30% ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ თბილისში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს რეგიონებში.
ეკონომიკის სიდიდით მეორე ადგილზეა იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმია – 11.4%-ით, ხოლო მესამეზე ქვემო ქართლი – 8.8%-ით.
აღნიშნული გამოთვლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2013 წლის მაჩვენებლებს ეფუძნება. სავარაუდოდ, 2014 წელს რეგიონების წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად არ შეიცვლებოდა.
ტერიტორიული ერთეულები | მლნ ლარებში | მთლიანის % წილი |
თბილისი | 13 073 | 48.4% |
იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი | 3 089 | 11.4% |
ქვემო ქართლი | 2 387 | 8.8% |
აჭარა | 2 080 | 7.7% |
სამეგრელო-ზემო სვანეთ | 1 821 | 6.7% |
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი | 1 650 | 6.1% |
კახეთი | 1 540 | 5.7% |
სამცხე-ჯავახეთი | 803 | 3.0% |
გურია | 552 | 2.0% |
სულ | 26 995 | 100.0% |
დატოვე კომენტარი