საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებლები რეგიონალურ ჭრილში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ 2014 წელს საქართველოს მშპ-ს 56.2% თბილისში შეიქმნა, ჯამში 14.1 მილიარდი ლარის საქონელი და მომსახურება. მეორე ადგილზეა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია 12.4%-ით, ხოლო მესამეზეა ქვემო ქართლი 10%-ით.
თბილისის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილი დარგი ვაჭრობაა. 2014 წელს ვაჭრობაზე მოდიოდა თბილისის ეკონომიკის (მშპ-ს) 28% (3.4 მილიარდი ლარი). სიდიდით მეორეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 17.4%-ით (2.1 მილიარდი ლარი), ხოლო მესამეზეა მრეწველობა 12.1%-ით (1.5 მილიარდი ლარი).
ცხრილი – საქართველოს 2014 წლის მშპ რეგიონების მიხედვით.
| მლნ ლარი | წილი ეკონომიკაში |
თბილისი | 14 110 | 56.2% |
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 3 119 | 12.4% |
ქვემო ქართლი | 2 512 | 10.0% |
აჭარა | 2 369 | 9.4% |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 2 099 | 8.4% |
შეიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი | 1 725 | 6.9% |
კახეთი | 1 695 | 6.8% |
სამცხე-ჯავახეთი | 842 | 3.4% |
გურია | 679 | 2.7% |
მთლიანი შიდა პროდუქტი | 29 150 | 100.0% |