საქართველოს ეკონომიკის ნახევარი თბილისზე მოდის

საქართველოს ეკონომიკის ნახევარი თბილისზე მოდის

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს 2016 წლის რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გამოაქვეყნა. მშპ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის გამომხატველი მაჩვენებელია. 2016 წელს თბილისის ეკონომიკამ 16.6 მილიარდი ლარი, საქართველოს ეკონომიკის 49% შეადგინა. თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის არის – 10%. მესამე ადგლზე კი აჭარაა 9%-ით. ყველაზე მცირე ეკონომიკა გურიას აქვს – 747 მლნ მლნ ლარი (2%).

2016 წელს, ნომინალურ გამოსახულებაში (მიმდინარე ფასებში), ყველაზე მეტად აჭარის ეკონომიკა გაიზარდა – 13.9%-ით. შემდეგ მოდის შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი 13.8%-ით. თბილისის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. მხოლოდ გურიის ეკონომიკა შემცირდა 0.6%-ით.

ცხრილი: საქართველოს 2016 წლის რეგიონული მშპ

რეგიონი

მლნ ლარი

წილი ეკონომიკაში

თბილისი

16,591

49%

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

3,567

10%

აჭარა

2,899

9%

ქვემო ქართლი

2,725

8%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

2,396

7%

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

2,103

6%

კახეთი

1,973

6%

სამცხე-ჯავახეთი

1,025

3%

გურია

747

2%

მთლიანი შიდა პროდუქტი

34,028

100%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *