საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ივნისში 2016 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 47%-ით (78 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.5%-ით (3.3 მლნ დოლარით) შემცირდა. მიმდინარე წლის ივნისის ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებითაც (48 მლნ დოლარით), 2014 წლის ივნისის ექსპორტს კი 2 მლნ დოლარით აღემატება.
2017 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 246.2 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 638.9 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 392.7 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 82 მლნ დოლარით ნაკლებია.
ექვსი თვის ჯამში, იანვარ-ივნისში ექსპორტი 32%-ით (302 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 8.6%-ით (284 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივლისს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი