საქართველოში მომხმარებლები გაზიან და გამაგრილებელ სასმელებზე ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს ხარჯავენ. ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშეებმა საკუთარი წლიური ანგარიშგებები უკვე გამოაქვეყნეს.
საქართველოში ამ მხრივ #1 ადგილს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” იკავებს, რომელმაც 2021 წელს გაყიდვები 87 მილიონი ლარით, 284 მილიონამდე გაზარდა. მეორე ადგილზე კი ამ მხრივ „პეპსიკოს” ბრენდების მწარმოებელი „იბერია რეფრეშმენტსია”. გასულ წელს კომპანიამ 89 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია.
საერთაშორისო ბრენდების გარდა, საქართველოში გამაგრილებელ გაზიან სასმელებს ადგილობრივი კომპანიები – „ნატახტარი” და „ზედაზენიც” აწარმოებენ. ფინანსური ანგარიშგებები მათაც აქვთ გამოქვეყნებული, თუმცა მათ შემოსავლებში ლუდისა და გაზიანი სასმელების სეგმენტები გამიჯნული არაა, ასე რომ, განცალკევებით რეიტინგში ამ კომპანიების გაყიდვების ჩვენება ვერ ხერხდება. თუმცა მთლიანი შემოსავლის მიხედვით, „ნატახტარის” გაყიდვებმა 2021 წელს 168 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო „ზედაზენმა” 76 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
2021 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” 31 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, ხოლო „იბერია რეფრეშმენტსმა” 3.3 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
საქართველოს გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების შემოსავლები 2021 წელს
დატოვე კომენტარი