“საქართველოს კაპიტალმა” “ქინძმარაულის მარნის” დარჩენილი 39.5%-იანი წილი გამოისყიდა და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
ქინძმარაულის 60.5%-იანი წილი საქართველოს კაპიტალმა აპრილში შეიძინა და მასში $7.2 მლნ გადაიხადა. რა დაუჯდა კომპანიას დარჩენილი წილის შეძენა უცნობია. “ქინძმარაულის მარანი” 350 ჰექტარზე განთავსებულ ვენახებს ფლობს კახეთში. შენაძენით ჯგუფი ელოდება, რომ ღვინის ბაზარზე პოზიციებს გაიძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს კაპიტალი” ღვინის ბიზნესში კომპანია “თელიანი ველის” სახით უკვე წარმოდგენილია და მის 47.9%-ს ფლობს.
დატოვე კომენტარი