ვროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) BGEO-ს შვილობილ „საქართველოს კაპიტალის“ ევრობონდებში 60 მილიონი დოლარი დააბანდა.
„საქართველოს კაპიტალის“ მიერ გამოშვებული ევრობონდების ჯამური მოცულობა 300 მილიონი დოლარია. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზეა დალისტული. ობლიგაციების სარგებელი 6.125% -ია, დაფარვის ვადა 2024 წელი.
დატოვე კომენტარი