ელექტრონულ კომერციას “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც საფოსტო მომსახურების ბიზნესის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. ლევან ჩიკვაიძე ფორბსთან ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მეწარმეებს ღია პლატფორმას შესთავაზებენ, რომლის საშუალებითაც “საქართველოს ფოსტა” მომხმარებლის მიერ ელექტრონული კომერციის გზით შეძენილ პროდუქტს ადგილზე მიიტანს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
“თუ 2016 წლის მონაცემებით მილიარდზე მეტი ამანათი მოძრაობდა ელექტრონული კომერციის არეალში, მომდევნო წლებში ეს რიცხვები კიდევ უფრო ჩქარა გაიზრდება,რადგან ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი – სისწრაფეზე ორიენტირებული ლოგისტიკური ქსელის გაფართოებით დაწყებული და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებით დასრულებული. აუცილებელია სატრანზიტო გზავნილებზე მუშაობა, რომ ჩინეთიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილები სწორედ საქართველომ გაატაროს”, – ამბობს ლევან ჩიკვაიძე და დასძენს, რომ შესაბამისი ლოგისტიკური ქსელის შექმნა და ჩინეთიდან და აზიიდან ევროპისკენ დამისამართებული გზავნილების გატარება “საქართველოს ფოსტის” 2018 წლის მთავარი პრიორიტეტია.
ინტერვიუ ლევან ჩიკვაიძესთან სრულად ფორბსის მაისის გამოცემაში წაიკითხეთ.
დატოვე კომენტარი