საქართველო განათლების ხარისხით, მხოფლიოს 137 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, რეიტინგში საქართველო ეთიოპიასა და მექსიკას შორისაა. განათლების ხარისხით რეიტინგის პირველ ადგილებს შვეიცარია, სინგაპური და ფინეთი ინაწილებენ, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში 45-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 52-ზე რუსეთი, სომხეთი 61-ზე, თურქეთი კი 99-ე ადგილზე.
განათლების სისტემის ხარისხის კრიტერიუმში საქართველო ასევე ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს და სიაში 107-ე ადგილზეა.
მათემატიკისა და მეცნიერების განათლების ხარისხის კრიტერიუმით, საქართველო მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველოს ჩამორჩება თურქეთი, რომელიც 104-ე ადგილს იკავებს. პირველ პოზიციას კი მსოფლიოში სინგაპური იკავებს. უკრაინა მათემატიკისა და მეცნიერების განათლების ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, სომხეთი 33-ზე, რუსეთი 51-ზე, ხოლო აზერბაიჯანი 66-ზე.
დატოვე კომენტარი