სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად თბილისზე მოდის, საქართვლოს რეგიონებზე კი მხოლოდ მცირე მოცულობა ნაწილდება. 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, თბილისში 1.4 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 1.3 მლრდ დოლარი იყო.
თბილისს მოსდევს აჭარა სადაც 185 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წელს კი აჭარაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები 95 დოლარს შეადგენდა.
66 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო ქვემო ქართლში, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 37 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.
52 მლნ დოლარი შეადგინა ინვესტიციებმა სამცხე-ჯავახეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში კი 55 მლნ დოლარი. ჯამში 35 მლნ დოლარი შეადგინა FDI-იმ იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ყველაზე მცირე მოცულობა კი კახეთსა და შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა – $4.8 მლნ და $4.3 მლნ.
წლიურად FDI ქვემო ქართლში 37 მლნ დოლარით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი