საქართველოს საგადასამხდელო ბალანსის მიმოხილვა

საქართველოს  საგადასამხდელო ბალანსის მიმოხილვა

საქართველოს საგადასამხდელო ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საქართველოს საქონლით ვაჭრობის ბალანსი 121 მლნ დოლარით (-14%) გაუარესდა. 12 მლნ დოლარით (-5.3%) გაურესდა მომსახურებით ვაჭრობის ბალანსი. უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 25 მლნ დოლარით (7%) შემცირდა. 59 მლნ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღეს უცხოელებმა საქართველოში. ჯამში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 99 მლნ დოლარით (27%) გაიზარდა.

საგადასამხდელო ბალანსის ფინანსური ანგარიში 66 მლნ დოლარით (17.6%) გაუმჯობესდა, რაც განაპირობა სხვა ინვესტიციების 247 მლნ დოლარით (344%) ზრდამ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოსვლა  115 მლნ დოლარით (49.4%) შემცირდა. 185 მლნ დოლარით შემცირდა ქვეყნის სარეზერვო აქტივები. სხვა ინვესტიციების ზრდა ძირითადად კომერციული ბანკების მიერ მოზიდულმა უცხოურმა სესხებმა და დეპოზიტებმა განაპირობეს. აღნიშნულ პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 152 მლნ დოლარით მეტი მოიზიდეს საზღვარგარეთიდან ვიდრე გადაიხადეს.

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

(მლნ აშშ დოლარი)

I კვ. 2014

I კვ. 2015

სხვაობა

მიმდინარე ანგარიში

-366

-465

-99

საქონელი

-850

-971

-121

ექსპორტი

983

727

-255

იმპორტი

-1 832

-1 698

134

მომსახურება

227

215

-12

ექსპორტი

600

602

2

იმპორტი

-373

-388

-14

შემოსავალი

-98

-39

59

მიმდინარე ტრანსფერტები

355

330

-25

ფინანსური ანგარიში

376

442

66

პირდაპირი ინვესტიციები

232

117

-115

საზღვარგარეთ

-40

-58

-18

საზღვარგარეთიდან

272

175

-96

პორტფელის ინვესტიციები

-17

-38

-22

სხვა ინვესტიციები

-72

175

247

სარეზერვო აქტივები

229

185

-44

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *