2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 2018 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 10 მლნ დოლარით გაიზარდა და 17.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის ზრდა ძირითადად არასაფინანსო კორპორაციების (50 მლნ დოლარით) და კომპანიათაშორისი სესხების (30 მლნ დოლარით) მატებამ განაპირობა. 22 მლნ დოლარით შემცირდა მთავრობის საგარეო ვალი, ხოლო 35 მლნ დოლარით ბანკების ვალი.
31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 110%-ია, 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 86% იყო.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი
| 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019, მარტი |
სამთავრობო სექტორი | 4,256 | 4,390 | 4,678 | 5,295 | 5,383 | 5,361 |
ეროვნული ბანკი | 252 | 220 | 201 | 292 | 369 | 376 |
ბანკები | 2,683 | 2,957 | 2,984 | 3,686 | 4,275 | 4,240 |
არასაბანკო საფინანსო კორპორაციები | 220 | 247 | 255 | 170 | 156 | 135 |
არასაფინანსო კორპორაციები | 3,367 | 4,256 | 5,190 | 5,230 | 5,263 | 5,313 |
პირდაპირი ინვესტიციები: | 3,212 | 3,188 | 2,573 | 2,616 | 2,380 | 2,409 |
მთლიანი საგარეო ვალი | 13,989 | 15,259 | 15,881 | 17,289 | 17,825 | 17,835 |
წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი