2017 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (6 286 რეისი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 65 992 ერთეული გადაფრენა).
საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად – 40.07%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
დატოვე კომენტარი