31 ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.4 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 42%-ია. 2012 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ივნისის ბოლოს საგარეო ვალი 9.4 მილიარდი ლარი იყო, ივლისის ბოლოს უკვე 9.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ივლისში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 31 მილიონით შემცირდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 59 მილიონით გაიზარდა. საშინაო ვალი კი ივლისში 44 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი