საქართველოს სახელმწიფო ვალი, რომელიც საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება, მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 39%-ია. 2012 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.
ლარის კურსის გაუფასურების გამო ლარში გამოხატული სახელმწიფო საგარეო ვალი ზრდას განაგრძობს. თუ 2015 წლის თებერვლის ბოლოს საგარეოს ვალი 8.8 მილიარდი ლარი იყო, მარტის ბოლოს უკვე 8.9 მილიარდი ლარი შეადგინა. მარტში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 84 მილიონით შემცირდა, თუმცა ლარის კურსის 2.16-დან 2.23-მდე ზრდამ გამოიწვია ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა.
საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისთვის სჭირდება უცხოური ვალუტის შესყიდვა. შესაბამისად, როდესაც ლარის კურსი უფასურდება, ვალის მომსახურება ძვირდება, რაც ქვეყნისთვის ვალის ტვირთს ზრდის.
საშინაო ვალი კი მარტში 20 მილიონი ლარით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი