მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 544 მლნ ლარით გაიზარდა და 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა. საშინაო სახელმწიფო ვალი 1 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ლარში გამოხატული საგარეო სახელმწიფო ვალი 543 მლნ დოლარით. ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. დოლარში გამოსახული საგარეო ვალი 4 მლნ დოლარით შემცირდა.
31 ოქტომბრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 13 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 1.9 მილიარდი დოლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 287 მლნ დოლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 206 მლნ დოალარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.
დატოვე კომენტარი