ევროპის მხრიდან გონივრული იქნებოდა ყურადღებით დააკვირდეს, თუ როგორ ესხმიან თავს ქართველ პოლიტიკურ მეტოქეს, მიაჩნია ჯეიმს უილსონს
ივნისში, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მთელ საქართველოში, რომლის კულმინაცია იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა.
მალევე, საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ახალი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ გამოაცხადა. ამ წლამდე ხაზარაძეს პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონია.
მაგრამ პოლიციის სისასტიკე გახდა ხაზარაძისთვის “წითელი ხაზი”, რომელიც მიიჩნევდა, რომ ახალი ქართული პოლიტიკური ორგანიზაცია იყო საჭირო დასავლური სტილის დემოკრატიის დასამყარებლად და ქვეყანაში პოლიტიკური განხეთქილების აღმოსაფხვრელად.
საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ თავად ხაზარაძე ხდება პოლიტიკური სამიზნე.
ერთმა კომენტატორმა პარალელები გაავლო რუსეთთან და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „აკეთებს იგივეს, რაც ხოდორკოვსკის გაუკეთეს“, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მაშინდელი გავლენიანი ბიზნესმენი და პუტინის კრიტიკოსი, მიხეილ ხოდორკოვსკი დააპატიმრა.
ხაზარაძე კმაყოფილი იყო ბანკირის, დეველოპერის და მეწარმის პოზიციით, რომელიც მხარს უჭერდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას.
ახლა, მისი თქმით, პოლიტიკაში გადასვლა აუცილებელია: ”ჩვენს ქვეყანაში მოვლენები საგანგაშო ფორმებს იძენს და ჩვენს საზოგადოებაში დაპირისპირების და გახლეჩის მცდელობების წინაშე ვდგავართ.”
”20 ივნისი იყო წითელი ხაზი… თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ, თუ გული გიცემთ მისთვის, უბრალოდ ვერ დადგებით და შორიდან ვერ უყურებთ ამ ყველაფერს.”
ალბათ არ არის გასაკვირი, რომ მისი პოლიტიკური განცხადებიდან მალევე პროკურატურამ მას თაღლითობის ბრალდება წაუყენა.
შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 11 წლის წინანდელი გარიგება წამოწიეს იმის გამო, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ აღეძრათ საქმე.
შესაძლოა, ხაზარაძის პოლიტიკაში ჩართვის ფაქტი იმიტომ გახდა მმართველი წრეების განგაშის მიზეზი, რომ ახალ “En Marche”-ს სტილის პოლიტიკურ მოძრაობას სერიოზული შანსი გააჩნია პოპულარობის მოსაპოვებლად.
ის განიხილება, როგორც ძირითადი პოლიტიკური პარტიების, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოტენციურად სერიოზული კონკურენტი.
ამ დრომდე, ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს უმდიდრეს ადამიანს, ჰქონდა ფინანსური გავლენა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ეგრძნო ქვეყანაში, სადაც ფული გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლიტიკაში.
ისეთი გავლენიანი ფიგურის, როგორიც ხაზარაძეა, პოლიტიკაში გადასვლამ, როგორც ჩანს, აღელვება გამოიწვია ქართული ოცნების რიგებში.
”20 ივნისი იყო წითელი ხაზი … თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხართ, თუ გული გიცემთ მისთვის, უბრალოდ ვერ დადგებით და ვერ უყურებთ ამ ყველაფერს შორიდან” – მამუკა ხაზარაძე
საქართველოში არსებობს აზრი, რომ დროა ‘ენ მარშის’ ტიპის მოძრაობისთვის, რადგან ამომრჩეველი ალტერნატივის მოლოდინშია.
აპრილში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 21 პროცენტი უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, 15 პროცენტი მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას, 37 პროცენტი ამბობს, რომ არ გრძნობენ კავშირს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რაც ადგილს უტოვებს ახალ პარტიას.
ხაზარაძის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერა კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მის პოლიტიკურ ნაბიჯს წინააღმდეგობა გაუწიეს.
ის იყო ძირითადი მოთამაშე ანაკლიის განვითარებაში, რაც, განხორციელების შემთხვევაში, გახდება ტრანსფორმაციული სატრანზიტო ცენტრი აზიასა და ევროპას შორის.
ეს პერსპექტივა, სავარაუდოდ, აღიზიანებს საქართველოს რუს მეზობლებს, რომლებიც მასში თავის გავლენისთვის საფრთხეს ხედავენ.
როგორც ჩანს, ივანიშვილმა საფრთხე იგრძნო ხაზარაძის პორტის პროექტში მონაწილეობის გამო.
საერთაშორისო ინვესტორთა საზოგადოებამ აღნიშნა ხაზარაძეზე პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა.
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ განმარტა, თუ რა იდგა, მისი აზრით, ბრალდების უკან: ”გენერალური პროკურორის მიზანია ბ-ნი ხაზარაძის ანგარიშების ხელში ჩაგდება საქართველოში და (იგივეს ეცდებიან) დიდ ბრიტანეთში, რათა ფინანსურად გაანადგურონ ისინი ისე, რომ ვერ შეძლონ ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება და, რაც მთავარია, შეაჩერონ მათი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ბატონი ივანიშვილის უკანონო კონტროლს სახელმწიფო ინსტიტუტებზე.“
ევროპა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, რადგან საქართველო საბჭოთა წარსულიდან გადადის დიდი ხნის ნანატრ დემოკრატიულ მომავალში.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე განლაგებულ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა გააჩნია და შეუძლია დიდი როლი ითამაშოს მსოფლიო ვაჭრობაში.
პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დევნა შეუმჩნეველი არ დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის .
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ შეშფოთება გამოთქვეს ამ საქმესთან დაკავშირებით.
სახელმწიფოს მხრიდან ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ თავისუფლებებს და საერთაშორისო ინვესტიციებს, არ შეიძლება შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საქართველოს. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა სურს რომ იყოს.
ავტორის შესახებ
ჯეიმს უილსონი არის უკეთესი მმართველობის საერთაშორისო ფონდის დირექტორი www.better-governance.org
დატოვე კომენტარი