საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ძალები მეზობელი თურქეთისაგან თანამედროვე ჯავშანმანქანებს მიიღებს. უწყების განცხადებით, თურქულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამხედრო კონტრაქტორ ASFAT-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი თავდაცვის სამინისტროში მოეწერა.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ჯავშანმანქანები აღჭურვილობითა და სისტემური მახასიათებლებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ, თურქეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გამტკიცებას.
შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
დატოვე კომენტარი