მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებს უჭირავს 186 მილიონი დოლარით. თუმცა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სპილენძის მადნების ექსპორტი 7.5%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი – 159 მილიონი დოლარით.
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა, რომელსაც წინა წლებში პირველი ადგილი ეკავა, მე-3 ადგილზე გადაინაცვლა 141 მილიონი დოლარით. 2014 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტისგან შემოსული თანხა 409 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად წელს 66%-იანი (268 მილიონი დოლარით) კლება ფიქსირდება.
ღვინის ექსპორტმა მე-8 ადგილზე გადაინაცვლა 66 მილიონი დოლარით. 2014 წლის პირველ 9 თვეში ღვინის ექსპორტი მე-4 ადგილზე იყო 130 მილიონი დოლარით.
დატოვე კომენტარი