2022 წელს საქართველომ რეკორდული – 13.4 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა უცხოეთიდან, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რომელმა კომპანიებმა შემოიტანეს გასულ წელს ყველაზე დიდი ღირებულების საქონელი.
რეიტინგში წამყვან ადგილებს იკავებენ ნავთობიმპორტიორი კომპანიები, ასევე ავტომობილების, ფარმაცევტული ნაწარმით, ელექტროტექნიკითა და სურსათის იმპორტით დაკავებული კომპანიები.
საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ გასცემენ აღნიშნულ სტატისტიკას რიგითობის მიხედვით. შესაბამისად, წარმოდგენილ სიაში შემავალი კომპანიები შედიან უმსხვილეს იმპორტიორთა ოცეულში, თუმცა რომელია მათ შორის პირველ და მეოცე ადგილზე არის უცნობი.
საქართველოს 20 უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის რეიტინგი:
● სს გეფა (ჯიპისი; ფარმადეპო);
● სს ელიტ ელექტრონიქსი;
● სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
● შპს Caucasian Metals Terminal;
● შპს აგარის შაქრის კომპანია;
● შპს ავერსი-ფარმა;
● შპს ალტა;
● შპს აჭარა ტექსტილე;
● შპს ზუმერი ჯორჯია;
● შპს კავკასიის ავტოიმპორტი;
● შპს ლუკოილ-ჯორჯია;
● შპს პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია;
● შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია;
● შპს პსპ ფარმა;
● შპს რომპეტროლ საქართველო;
● შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია;
● შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;
● შპს ტოიოტა კავკასია;
● შპს ჯორჯიან მანგანეზი;
● შპს ჯორჯიან პეტროლიუმი.
რეიტინგში შემავალი კონკრეტული კომპანიები არამხოლოდ იმპორტით, არამედ რეექსპორტითაც არიან დაკავებული. მათ შორისაა Caucasian Metals Terminal-იც, რომელიც ფოთის პორტიდან ოპერირებს და სპილენძის მადნების ტრეიდინგით არის დაკავებული. გასულ წელს საქართველომ 775 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნების იმპორტი განახორციელა და უცხოეთში 1 მილიარდის ღირებულების მადნები გაიტანა ექსპორტზე.
დატოვე კომენტარი