საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი და სომხეთი EU-სთვის კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნები გახდნენ

საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი და სომხეთი EU-სთვის კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნები გახდნენ

ევროკავშირმა აზერბაიჯანი და სომხეთი კიდევ ცხრა ქვეყანასთან ერთად კოვიდ-უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა ე.წ.  მესამე ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე მიიღო. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. მაგალითად, ბოლო 24 საათში სომხეთში 126 კოვიდ-შემთხვევა დაფიქსირდა, აზერბაიჯანში კი – 75. რაც შეეხება საქართველოს, ის ჯერ ისევ ვერ ხვდება ევროკავშირის კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ვინაიდან ბოლო 24 საათში, მაგალითად, საქართველოში 964 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.42%-ია.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეული სახელმწიფოებიდან მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შესვლა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ. იმ ქვეყნების სრული სია, რომლებიც 30 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად უსაფრთხო ქვეყნებად ცნეს, შემდეგია:

-სომხეთი
-აზერბაიჯანი
-ბოსნია და ჰერცეგოვინა
-ბრუნეი
-კანადა
-იორდანია
-კოსოვო
-მოლდოვა
-მონტენეგრო
-კატარი
-საუდის არაბეთი.

ამჟამად აღნიშნულ სიაში ასევე შედიან ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთი მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ტაივანი, ტაილანდი და აშშ.

ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიას ევროკავშირში ყოველ ორ კვირაში ერთხელ  ააახლებენ.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირის კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სია გასული წლის ოქტომბერში დატოვა, როდესაც დღიური კოვიდ-შემთხვევების ზრდა აქტიურად დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *