საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დამკვიდრდება. შესაბამისი საკითხი მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე განიხილა. ამ პრაქტიკის შემოღებით 34 ქვეყნის მოქალაქეს ექნება საშუალება საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია, გახსნან საბანკო ანგარიში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული საგადასახადო რეჟიმებით.
მთავრობის გეგმით, ცვლილება ძალაში მომავალი წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.
“ყველა უწყებას მიეცემა დავალება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გადაეგზავნება პარლამენტს. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დატოვე კომენტარი