2017 წლის I კვარტალში საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულმა საგადახდო ბარათებამ 9,2 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში 10 სულ მოსახლეზე გამოშვებულია 25 ბარათი.
გამოშვებული ბარათებიდან, ყველაზე დიდი წილი 43% Master Card-ს უკავია, შემდგომ მოდის Visa 32%-ით და Local 18%-ით. UPI-ის წილი მთლიან ბარათებში 6%-ია, ხოლო AmEx-ის კი 1%.
წლის პირველ სამ თვეში, ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესრულდა 37.7 მლნ ოპერაცია, თანხობრივად კი 4.0 მილიარდი ლარი.
ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ტრანზაქციები, წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა 1%-ით რაოდენობრივად, თუმცა შემცირდა 8%-ით თანხობრივად. 2016 წლის I კვარტალთან შედარებით კი ქართული საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები გაიზარდა 28%-ით რაოდენობრივად და 26%-ით თანხობრივად.
წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა ინტერნეტ გადახდების რაოდენობაც და ზრდამ 6% შეადგინა. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებთან შედარებით კი ინტერნეტ– გადახდების რაოდენობა გაიზარდა 50%-ით და თანხა 63%-ით.
დატოვე კომენტარი