ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების პოპულარობა იზრდება. წლის პირველ კვარტალში, სულ ქართული ბარათებით შესრულდა 14.4 მლნ ინტერნეტ-გადახდა, რაც თანხობრივად 817 მლნ ლარი იყო..
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალთან შედარებით ინტერნეტ-გადახდების რაოდენობა გაიზარდა 94%-ით და თანხა 85%-ით.
ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული 7.4 მლნ ბარათია. ამასთან, 2018 წლის I კვარტალთან შედარებით 16%-ით (1.4 მილიონით) შემცირდა გამოშვებული ბარათების რაოდენობა.
10 სულ მოსახლეზე გამოშვებული ბარათების რაოდენობამ შეადგინა 20 ბარათი.
გამოშვებული ბარათები საბარათე სისტემების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება:
MasterCard – 56%
Visa – 26%
Local – 9%
UPI – 8%
AmEx – 1%
წლის პირველ სამ თვეში, ქართული საგადახდო ბარათებით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 69.6 მლნ ოპერაცია, რაც თანხობრივად 6 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან ოპერაციების რაოდენობის 94% და თანხის 92% შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 8% ქვეყნის გარეთ.
დატოვე კომენტარი