საქართველოში კომერციული ბანკების აქტივების მოცულობამ 67.8 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოში კომერციული ბანკების აქტივების მოცულობამ 67.8 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართული კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 67.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

„2023 წლის თებერვლის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 41.2 მლნ ლარით, ანუ 0.06 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის თებერვლის ბოლოს 67.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.2 პროცენტია.“ – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *