საქართველოს საბანკო სექტორი 58,150,000,000 ლარის ტოლია. ეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაზე მეტია. ქვეყანაში მოქმედმა ყველა კომერციულმა ბანკმა სებ-ს 2021 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინა, სადაც მათი აქტივების, მფლობელების და პერიოდის განმავლობაში მიღებული მოგება/ზარალის შესახებ არის ინფორმაცია.
გთავაზობთ სტატისტიკას ქართული ბანკების აქტივების ზომისა და მათი მესაკუთრეების შესახებ.
ვინ არიან ქართული ბანკების მფლობელები – სია წარმოდგენილია ბანკების აქტივების ზომის მიხედვით
1) “თიბისი ბანკი” – მთლიანი აქტივები – 22.65 მილიარდი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
1 მამუკა ხაზარაძე – 8,63%
2 Dunross & Co. – 7,41%
3 ბადრი ჯაფარიძე – 5,99%
4 European Bank for Reconstruction and Development – 5,05%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 159.9 მილიონი ლარი.
2) “საქართველოს ბანკი” – მთლიანი აქტივები – 20.88 მილიარდი ლარი;
ბანკის ჰოლდინგური კომპანიის, Bank of Georgia Group PLC-ის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
1 Georgia Capital JSC – 19,90%
2 Fidelity Investments – 6,54%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 192.4 მილიონი ლარი.
3) “ლიბერთი ბანკი” – მთლიანი აქტივები – 2.72 მილიარდი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
ირაკლი ოთარ რუხაძე – 30.66%;
ბენჯამინ ალბერტ მარსონი – 30.66%;
იგორ ალექსეევი – 30.66%;
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 10.6 მილიონი ლარი.
4) VTB ბანკი საქართველო – მთლიანი აქტივები – 2.12 მილიარდი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
რუსეთის ფედერაცია (სახელმწიფო საკუთრება) – 59.34%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 5.14 მილიონი ლარი.
5) “პროკრედიტ ბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.91 მილიარდი ლარი
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
Zeitinger Invest GmbH – 17%
KfW – Kreditanstalt für Wiederaufbau – 13.20%
DOEN Participaties BV – 12.50%
IFC – International Finance Corporation – 10%
TIAA-Teachers Insurance and Annuity Association – 8.60%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 9.75 მილიონი ლარი.
6) “ბაზისბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.70 მილიარდი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
მი ენხვა – 91.56%;
მი ზაიქი – 6.92%;
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 7.15 მილიონი ლარი.
7) “ქართუ ბანკი”- მთლიანი აქტივები – 1.45 მილიარდი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
უტა ივანიშვილი – 100%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 8.6 მილიონი ლარი.
8) “კრედო ბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.39 მილიარდი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
1 CDC Group PLC (UK) 7,12%
2 European Investment Bank (Luxembourg) 7,12%
3 International Finance Corporation (USA) 8,96%
4 Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) 7,65%
5 LFS Advisory GmbH (Germany) 14,31%
6 Dr. Bernd Zattler (Germany) 8,59%
7 Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) 6,75%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 7.5 მილიონი ლარი.
9) “ტერაბანკი” – მთლიანი აქტივები – 1.33 მილიარდი ლარი
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
1 შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი – 65%
2 შეიხი მანსურ ბინზაიედ ბინსულტან ალ ნაჰიანი – 15%
3 შეიხი მოჰამედ ბუტი ალჰამედი – 15%
4 შ.პ.ს. “ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ” – 5%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 6.9 მილიონი ლარი.
10) “ხალიკ ბანკი საქართველო” – მთლიანი აქტივები – 673 მილიონი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
ტიმურ ყულიბაევი – 32%
დინარა ყულიბაევა – 32%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 3.6 მილიონი ლარი.
11) “პაშა ბანკი საქართველო” – მთლიანი აქტივები – 472 მილიონი ლარი;
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს წილების მითითებით:
1 არიფ პაშაევი – 19,1%
2 არზუ ალიევა – 35,1%
3 ლეილა ალიევა – 35,1%
4 მირ ჯამალ პაშაევი – 10,7%
ბანკის წმინდა ზარალი 2021 წლის პირველ კვარტალში – 1.3 მილიონი ლარი.
12) “იშბანკი საქართველო” – მთლიანი აქტივები – 345 მილიონი ლარი
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:
1 თურქეთის „იშ ბანკის“ საპენსიო ფონდი – 37,08%
2 თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია – 28,09%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 2.4 მილიონი ლარი.
13) “ფინკა ბანკი” – მთლიანი აქტივები – 279 მილიონი ლარი
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით
FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 99 Voting right of FINCA Microfinance Coöperatief U.A.;
FINCA International, Inc (New York, USA) 62.89% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
International Finance Corporation (IFC) 14.27% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
KfW 8.87% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) 7.25% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
ბანკის წმინდა ზარალი 2021 წლის პირველ კვარტალში – 0.3 მილიონი ლარი.
14) “ზირაათ ბანკი” – მთლიანი აქტივები – 127 მილიონი ლარი
საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი:
თურქეთის რესპუბლიკის სს „ზირაათ ბანკი“ – 100%
ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში – 0.2 მილიონი ლარი.
15) “სილქ როუდ ბანკი” – მთლიანი აქტივები – 81.4 მილიონი ლარი
ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს:
1 გიორგი რამიშვილი – 61,90%
2 ალექსი თოფურია – 28,58%
3 დევიდ ბორგერი – 9,52%
ბანკის ზარალი 2021 წლის პირველ კვარტალში – 1 მილიონი ლარი.
აღნიშნული რიცხვები წარმოდგენილია 2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით.
დატოვე კომენტარი