საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

სა­ქარ­თ­ვე­ლო კერ­ძო სექ­ტო­რის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეფორმას გადის – კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი აუდიტორული ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრათ. რეფორმის შედეგად, ასობით კომპანიამ – მსხვილმა თუ საშუალომ – საკუთარი წლიური შედეგები გაასაჯაროვა. ამან კი, თავის მხრივ, აუდიტორების მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა.

ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების დაკმაყოფილება და ფინანსური ანგარიშების მომზადებიდან მიღებული შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულება თავად აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. მათ მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ. 

აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება და სხვა. წარმოგიდგენთ ამ კომპანიების მიერ მათი რეგულატორისთვის – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურისთვის – წარდგენილი შემოსავლების შესახებ მომზადებულ რეიტინგს, რომელიც ფინანსური ანგარიშებიდან მიღებულ შემოსავლებსა და სხვა აუდიტორულ შემოსავლებს აერთიანებს.

2020 წელს საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული ფირმის ჯამური შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 50.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამური ზრდის მიუხედავად, არაერთ კომპანიაში შემოსავლების შემცირება დაფიქსირდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *