2020 წლის განმავლობაში საქართველოში რეგულარული და ჩარტერული ავიარეისების მგზავრთა რაოდენობა 84%-ით შემცირდა და 833,846 შეადგინა. ამ მგზავრების უდიდესმა ნაწილმა ფრენა “ლოქდაუნის” გამოცხადებამდე მოასწრო, სწორედ ამიტომ 2020 წლის შედეგებით საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს Wizz Air-ი მოემსახურა, რომელმაც 172 ათასი მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელთან შედარებით ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 79%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა Turkish Airlines-ი, რომელიც 86.6 ათას მგზავრს მოემსახურა. “ჯორჯიან ეარვეისის” ფრენების მგზავრთა რაოდენობა კი, გასულ წელს 91%-ით შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ფრენები განახლდა Wizz Air-ი რეისების განახლებას ჯერ არ ჩქარობს.
ავიაკომპანიების რეიტინგი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით:
1.Wizz Air – 172,012 მგზავრი, კლება წინა წელთან -79%
2. Turkish Airlines – 86,562 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%
3. Georgian Airways – 43,106 მგზავრი, კლება წინა წელთან -91%
4. Belavia – 39,858 მგზავრი, კლება წინა წელთან -71%
5. Pegasus – 36,050 მგზავრი, კლება წინა წელთან -80%
6. SkyUp Airlines – 34,383 მგზავრი, კლება წინა წელთან -78%
7. Fly Dubai – 32,232 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%
8. Lufthansa – 26,197 მგზავრი, კლება წინა წელთან -75%
9. Air Arabia – 26,073 მგზავრი, კლება წინა წელთან -82%
10. Qatar Airways – 21,922 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%
11. Ukraine International Airlines – 21,547 მგზავრი, კლება წინა წელთან -90%
12. Ryanair – 21,323 მგზავრი, კლება წინა წელთან 13%
13. Azerbaijan Airlines – 19,096 მგზავრი, კლება წინა წელთან -86%
14. Armenia – 17,903 მგზავრი, კლება წინა წელთან -40%
15. Qeshm Air – 17,305 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%
16. Israel Airlines – 15,812 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%
17. LOT – 12,581 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%
18. Air Astana – 10,959 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%
19. Air Baltic – 10,326 მგზავრი, კლება წინა წელთან -83%
20. Air France – 9,555 მგზავრი, კლება წინა წელთან -44%
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 თებერვალს გააუქმა.
დატოვე კომენტარი