საქართველოს ეკონომიკაში ტრანსპორტი და სატრანზიტო ფუნქცია ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო დიდ როლს ასრულებს.
იმის მიუხედავად, რომ მთავარ სატრანზიტო არტერიას, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებას, ქვეყნის რკინიგზა სრულად ფარავს, საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირების უდიდესი ნაწილი არა სარკინიგზო, არამედ საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის. 2019 წლის 10 თვეში სახმელეთო ტრანსპორტით 25.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 0.3 მილიონი ტონით მეტია, რკინიგზის გადაზიდვებთან შედარებით კი 2.85-ჯერ მეტი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების გამართული ქსელის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ადგილობრივ მოთხოვნას, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1,126,000 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული. მათგან ჰიბრიდული ავტომობილების წილი 5%-ზე, ხოლო ელექტრომობილების წილი 1%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარების მთავარი საწვავი ტრადიციული ტიპისაა.
საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს საკუთარი აუდიტორული ანგარიშგებები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული. 2017 წლის ანგარიშებზე დაყრდნობით, ამ ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქართული შვილობილი – “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” იკავებს. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს ჯამში 574 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში, 2017 წლის მდგომარეობით, უმსხვილესი ნავთობკომპანიის ჯამური გაყიდვების მოცულობა 2.36 მილიარდ ლარს აღწევს.
# | კომპანიის სახელი | შემოსავლები ლარში | წმინდა მოგება/ზარალი ლარში | აქტივების ღირებულება ლარში |
1 | 574,484,000 | -34,459,000 | 319,482,000 | |
2 | 446,011,000 | 40,262,000 | 269,626,000 | |
3 | 435,541,000 | 7,035,000 | 101,205,000 | |
4 | 332,683,000 | 7,907,000 | 163,750,000 | |
5 | 341,793,000 | 4,576,000 | 75,362,000 | |
7 | 102,395,000 | 4,137,000 | 17,080,000 | |
9 | 70,982,000 | 5,675,000 | 22,837,000 | |
10 | შპს იბერკომპანი | 57,542,000 | 6,063,000 | 47,177,000 |
| ჯამში | 2,361,431,000 | 41,196,000 | 1,016,519,000 |
რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისშია ასახული.